დაბრუნების წესები და პირობები
მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე საფუძვლის მითითების გარეშე.
პროდუქტის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა შესაძლებელია დაფიქსირდეს პროდუქტის მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, საკონტაქტო გვერძე: https://kwik-smart.ge/ka/about/#contact
ეს წესი არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე, თუ:
- პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს;
- პროდუქტი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქტი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს;
- პროდუქტი ჰიგიენური ხასიათის ნივთია;
- პროდუქტი არის დალუქული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
- პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი ან/და მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);
- პროდუქტს თან არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ. არსებობის შემთხვევაში საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა).
მომხმარებლის მიერ 14 დღის გასვლის შემდეგ ქარხნული წუნის შემდგომ აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს პირდაპირ შესაბამის სერვის ცენტრს, რომელიც აღნიშნულია საგარანტიო დოკუმენტში.
ნივთის დაბრუნების ვადები
თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
თბილისის ფარგლებს გარეთ ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში.
თანხის დაბრუნება
ნივთის უკან დაბრუნების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მომხმარებელი მიიღებს ქვიქის გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურების ან უკან დაბრუნების შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
After the product is returned, KWIK will review the request within 24 hours.
If approved, the refund will be processed within 5-7 business days.
If the return request does not comply with the policy or Georgian law, the product will be sent back to the user.
Refunds are issued only via bank transfer to the card used for the original purchase.
Return Shipping Cost
The cutomer covers the cost of return shipping.